ხატვისა და სიმღერის სტუდიები
ჩვენს ბაღში სულ პატარა ასაკიდან იწყება მუსიკისა და ხატვის ხელოვნებასთან ბავშვების ზიარება. ეს წრეები უტარდება ყველას, მიუხედავად იმისა, რამდენად აქვს ამა თუ იმ ბავშვს მონაცემი. ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ იმისთვის, რომ შეაყვარონ მათ ხელოვნება და ჩამოუყალიბონ კარგი გემოვნება.


სიმღერის სტუდიის პედაგოგი ნანა გვარმიანი 34 წლის გემოვნებიანი, გამოცდილი პროფესიონალი პედაგოგია. მას დამთავრებული აქვს ნიჭერთა მუსიკალური ათწლედი, სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით, აქვს მაგისტრის ხარისხი. იყო ანსამბლი მზიურის სოლისტი და "ბაბილინა 7-ში" მოღვაწეობს გახსნის დღიდან. აქვს ბავშვებთან კომუნიკაციის დიდი გამოცდილება და არაჩვეულებრივად შეუძლია მათთვის გასაგებ ენაზე საუბარი, რითაც საოცარ შედეგებს აღწევს პატარების სასიმღერო მონაცემების განვითარებაში.





ხატვის წრის პედაგოგი ხათუნა ბადურაშვილი 36 წლის აქტიური, დახვეწილი გემოვნების და უზღვავი ფანტაზიის მქონე მხატვარია, დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია ფაკულტეტი ფერწერა, ა.ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიური თეატრის მხატვრის ფაკულტეტი, აქვს მაგისტრის ხარისხი და "ბაბილინა 7"-ში მოღვაწეობს გახსნის დღიდან.





ინგლისურის პროგრამა Happy hearts

Happy Hearts არის ბრიტანული გამომცემლობა "Express Publishing" -ის მიერ შემუშავებული, ინგლისური ენის შემსწავლელი ახალი კურსი დაწყებით დონეზე. მოზარდები ხვდებიან ფანტაზიისა და თავგადასავლების სამყაროში, სადაც სწავლის პროცესი ხდება სახალისო, საინტერესო და ადვილად დამახსოვრებადი. ის უზრუნველყოფს ისეთ უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას, სადაც მოზარდებს საშუალება აქვთ განავითარონ შემოქმედებითი უნარი. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს საუბრისა და მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება, სადაც ამავე დროს ყურადღება ეთმობა ასევე კითხვისა და წერის უნარების განვითარებას.

პროგრამას ახლავს კომპიუტერზე დაფუძნებული სასწავლო ინტერაქტიული whiteboard, რომელიც წარმოადგენს სენსორული ტიპის დაფას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი საკლასო ოთახის გარდაქმნა დინამიურ სწავლების გარემოში.

პროგრამა მოიცავს:
დასურათებულ პოსტერებს
მოსწავლის წიგნსა და სამუშაო რვეულს
პოსტერებს ფერად ფლეშ-ბარათებს
აუდიო CD
DVD ვიდეო


მოსამზადებელი ჯგუფი
მოსამზადებელი ჯგუფი დაკომპლექტებულია 4-5-6 წლის ბავშვებით. აქ პედაგოგების მიზანია შეაგუოს პატარები აზრს, რომ ისინი მოსწავლეები ხდებიან, მიეჩვიონ რეჟიმს, რომლითაც პირველი კლასიდან უნდა იცხოვრონ და ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს მათი დათრგუნვა.
დაწვრილებით

ბაგა ბაღი
ბაგა-ბაღის ჯგუფები შედგენილია 18 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი მიზანია ჩავუნერგოთ ბავშვებს პოზიტიური ემოციები, მივცეთ სასარგებლო გამოცდილება სკოლისა და სწავლის მიმართულებით.
დაწვრილებით