ბაგა ბაღი
ბაგა-ბაღის ჯგუფები შედგენილია 18 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენი მიზანია ჩავუნერგოთ ბავშვებს პოზიტიური ემოციები, მივცეთ სასარგებლო გამოცდილება სკოლისა და სწავლის მიმართულებით.

პატარებს სიამაყის გრძნობას ჰგვრის სიტყვები "მე შემიძლია", ჩვენი პატარების ჯგუფებშიც დიდი ყურადღება ექცევა მათ უნარს მოუარონ საკუთარ თავს, ჩაიცვან, გაიხადონ, მიირთვან დამოუკიდებლად. ეს აძლევს მათ შეგრძნებას, თუ რამდენად მოხერხებულები და ძლიერები არიან ისინი. ჩვენ ვთვლით, რომ ამის ცოდნა ბავშვობაში მნიშვნელოვანწილად ახდენს დადებით გავლენას მომავალში მათი შესაძლებლობების გამოვლენაზე.

ბავშვების სოციალურ-ემოციური განვითარება, აღქმა და გამომხატველობა, მეტყველება, წვრილი და მსხვილი მოტორიკა, კრეატიულობა და დრამატიზმი ამ უნარების განვითარებაზე ჩვენი პედაგოგები ყოველდღიურად მუშაობენ პატარებთან. ეს ყველაფერი თამაშის, გართობის და მასწავლებელსა და ბავშვებს შორის ახლო, თბილი ურთიერთობების საშუალებით ხორციელდება.

სიმღერები და წიგნები ჩვენი აღზრდის მეთოდის მნიშვნელოვანი ნაწილია. პატარ-პატარა ღონისძიებები, ასევე ჯგუფური განმავითარებელი თამაშები, რითაც ისინი სწავლობენ დაწყვილებას, სორტირებას და ა.შ. - ეს ის რეჟიმია, რომლითაც ბაბილინაში იზრდებიან.