მოსამზადებელი ჯგუფი
მოსამზადებელი ჯგუფი დაკომპლექტებულია 4-5-6 წლის ბავშვებით. აქ პედაგოგების მიზანია შეაგუოს პატარები აზრს, რომ ისინი მოსწავლეები ხდებიან, მიეჩვიონ რეჟიმს, რომლითაც პირველი კლასიდან უნდა იცხოვრონ და ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს მათი დათრგუნვა. ეს მიზანი მიიღწევა თამაშის და გართობის მეთოდით, ბავშვების თვითშეფასების გაზრდით. მოსამზადებელ ჯგუფში, ისინი ყოველდღიურად აღმოაჩენენ ახალ შესაძლებლობებს საკუთარ თავში.

ბაღში ფუნქციონირებს სკოლისთვის მოსამზადებელი ქართული, რუსული და ინგლისური ჯგუფები, სადაც წამყვან ენასთან ერთად ისწავლება ქართულიც. თანმიმდევრულად, ასაკის გათვალისწინებით სწავლობენ თვლას, ანგარიშს, გეომეტრიულ ფიგურებს, ასოების ცნობას, წინადადების აგებულებას, იმდიდრებენ ლექსიკონს, მუშაობენ სწორ მეტყველებაზე, ზოგად უნარებზე და ეთიკის ნორმებზე.

ბავშვებს ასევე უტარდებათ ხატვის, ცეკვისა და მუსიკის წრეები. წლის ბოლოსთვის კი უკვე კარგად არიან შემზადებული პირველი კლასის მასალისათვის, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად და ემოციურად.