ინგლისურის პროგრამა Happy hearts

Happy Hearts არის ბრიტანული გამომცემლობა "Express Publishing" -ის მიერ შემუშავებული, ინგლისური ენის შემსწავლელი ახალი კურსი დაწყებით დონეზე. მოზარდები ხვდებიან ფანტაზიისა და თავგადასავლების სამყაროში, სადაც სწავლის პროცესი ხდება სახალისო, საინტერესო და ადვილად დამახსოვრებადი. ის უზრუნველყოფს ისეთ უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას, სადაც მოზარდებს საშუალება აქვთ განავითარონ შემოქმედებითი უნარი. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს საუბრისა და მოსმენის უნარ-ჩვევების განვითარება, სადაც ამავე დროს ყურადღება ეთმობა ასევე კითხვისა და წერის უნარების განვითარებას.

პროგრამას ახლავს კომპიუტერზე დაფუძნებული სასწავლო ინტერაქტიული whiteboard, რომელიც წარმოადგენს სენსორული ტიპის დაფას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ნებისმიერი საკლასო ოთახის გარდაქმნა დინამიურ სწავლების გარემოში.

პროგრამა მოიცავს:
დასურათებულ პოსტერებს
მოსწავლის წიგნსა და სამუშაო რვეულს
პოსტერებს ფერად ფლეშ-ბარათებს
აუდიო CD
DVD ვიდეო