ხატვისა და სიმღერის სტუდიები
ჩვენს ბაღში სულ პატარა ასაკიდან იწყება მუსიკისა და ხატვის ხელოვნებასთან ბავშვების ზიარება. ეს წრეები უტარდება ყველას, მიუხედავად იმისა, რამდენად აქვს ამა თუ იმ ბავშვს მონაცემი. ჩვენი პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ იმისთვის, რომ შეაყვარონ მათ ხელოვნება და ჩამოუყალიბონ კარგი გემოვნება.


ამ წრეების გარდა, "ბაბილინა 7"-ში დამატებით გახსნილია სტუდიები იმ ბავშვებისთვის, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ან მიდრეკილია ხატვის თუ სიმღერისადმი. მეცადინეობა უტარდებათ კვირაში ორჯერ. სტუდიის ფარგლებში პატარები დამატებით მუშაობენ გემოვნებიანი სიმღერების შესწავლასა თუ ფერების შეხამებაში.

პატარები ძალიან იღლებიან, როდესაც მშობლებს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში რაიმე სპორტზე ან ხელოვნების სტუდიაში დაყავთ. ეს მშობლისგანაც დიდ მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომაც არის ამგვარი სტუდიის არსებობა ბაღის ტერიტორიაზე ძალიან მოსახერხებელი მშობლისა და ბავშვისათვის.

სიმღერის სტუდიის პედაგოგი ნანა გვარმიანი 34 წლის გემოვნებიანი, გამოცდილი პროფესიონალი პედაგოგია. მას დამთავრებული აქვს ნიჭერთა მუსიკალური ათწლედი, სახელმწიფო კონსერვატორია საფორტეპიანო განხრით, აქვს მაგისტრის ხარისხი. იყო ანსამბლი მზიურის სოლისტი და "ბაბილინა 7-ში" მოღვაწეობს გახსნის დღიდან (2007წ.) აქვს ბავშვებთან კომუნიკაციის დიდი გამოცდილება და არაჩვეულებრივად შეუძლია მათთვის გასაგებ ენაზე საუბარი, რითაც საოცარ შედეგებს აღწევს პატარების სასიმღერო მონაცემების განვითარებაში.





ხატვის წრის პედაგოგი თამუნა მაისურაძე 33 წლის აქტიური, დახვეწილი გემოვნების და უზღვავი ფანტაზიის მქონე მხატვარია, დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის ხელოვნების და ჰუმანიტარული პროფესიათა ფაკულტეტი ფერწერის განხრით, ა.ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიური თეატრის მხატვრის ფაკულტეტი, აქვს მაგისტრის ხარისხი და "ბაბილინა 7"-ში მოღვაწეობს გახსნის დღიდან. (2007წ) მასთან გაკვეთილზე უფროს-უმცროსი არ არსებობს, ყველა თანაბარუფლებიანია, ყველა ერთად მუშაობს და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ბავშვები ბედნიერად ეუფლებიან სახვით ხელოვნებას.