ჩვენი პედაგოგები
ინა კოლაშვილი - აქვს მრავალმხრივი განათლება (პედაგოგიური, სამსახიობო, სამედიცინო). იგი ყოველთვის ქმნის ბავშვებისათვის მხიარულ გარემოს და ადვილად ახერხებს მათი ყურადღების კონცენტრაციას. ხელმძღვანელობს "ბაბილინა-7"-ის რუსულენოვან სასკოლო ჯგუფს.1
იზა ყაზაიშვილი - დაწყებითი სწავლების პედაგოგი 1991 წლიდან. აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. ხელმძღვანელობს მცირეწლოვანი ბავშვების ჯგუფს. მასთან პატარები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობენ, იწყებენ სოციალურ გარემოში ადაპტირებას და დამოუკიდებელ აზროვნებას.2
ქეთი ხუნაშვილი - პედაგოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი. არის თბილი, მზრუნველი მოსიყვარულე. მის ჯგუფში ყოველთვის ოჯახური გარემო სუფევს, მასთან ერთად პატარები ბედნიერ და მხიარულ დღეებს ატარებენ.3
ნატა კვარაცხელია - პედაგოგი, დამთავრებული აქვს ილიას უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი. გაწონასწორებული, ენერგიული და კრეატიული ნატა მასწავლებელი, ბავშვების შინაგანი სამყაროს გამდიდრებაზე და მათი ფანტაზიის განვითარებაზე ზრუნავს. ხელმძღვანელობს 3-4 წლის პატარების ჯგუფს, სადაც ისინი ლამაზ და ფერად გარემოში იზრდებიან.4
მაკა ტაბუცაძე - ედაგოგი, მუსიკოსი, ინკლუზიური სწავლების სპეციალისტი. ხელმძღვანელობს "ბაბილინა-7"-ის სასკოლო ჯგუფს. მისთვის ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. ის ინდივიდუალური მიდგომით ეხმარება პატარებს უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულები გახდნენ.5


ჩვენს შესახებ
საბავშვო ბაღი "ბაბილინა 7" გაიხსნა 2007 წლის 1 სექტემბერს და ძალიან მალე დაიმკვიდრა ადგილი ქალაქის საუკეთესო ბაღებს შორის. მისი დამფუძნებელია ქ-ნი მაია ლორთქიფანიძე - განათლებით ფიზიკოსი, 3 შვილის დედა.

ბაღი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა და წყნარ ადგილზე. შენობა არის ახალგარემონტებული და აღჭურვილია ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი თანამედროვე ინვენტარით. ფუნქციური უნარ-ჩვევების განმავითარებელი სათამაშოებით, საბავშვო კინოთეატრით, დასვენებისა და რელაქსაციის ოთახით. ბაღს აქვს ეზო, რომელშიც განთავსებულია სხვადასხვა გასართობი საშუალებები.

საბავშვო ბაღი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პედაგოგებითა და ძიძებით, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტურები ფსიქოლოგ ნატა მეფარიშვილის ხელმძღვანელობით. შედგენილია 12-15 ბავშვიანი ასაკობრივი ჯგუფები, რომელთაც ჰყავთ საკუთარი პედაგოგი და ძიძა. ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ და რუსულ ენებს. ბაღში მთელი დღის განმავლობაში ასევე მუშაობენ ექიმი, ხატვის, მუსიკის და ცეკვის მასწავლებლები.

"ბაბილინა 7"-ში გათვალისწინებულია სამჯერადი კვება. კერძები მზადდება მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. რაციონში დაცულია დღიური კალორიების და ვიტამინების რაოდენობა.

ბაღს 24 საათის განმავლობაში იცავს კერძო დაცვის სამსახური.