ჩვენი პედაგოგები
ინა კოლაშვილი - აქვს მრავალმხრივი განათლება (პედაგოგიური, სამსახიობო, სამედიცინო). იგი ყოველთვის ქმნის ბავშვებისათვის მხიარულ გარემოს და ადვილად ახერხებს მათი ყურადღების კონცენტრაციას. ხელმძღვანელობს "ბაბილინა-7"-ის რუსულენოვან სასკოლო ჯგუფს.
იზა ყაზაიშვილი - დაწყებითი სწავლების პედაგოგი 1991 წლიდან. აქვს მდიდარი სამუშაო გამოცდილება. მასთან პატარები თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობენ, იწყებენ სოციალურ გარემოში ადაპტირებას და დამოუკიდებელ აზროვნებას.
მაკა ტაბუცაძე - პედაგოგი, მუსიკოსი, ინკლუზიური სწავლების სპეციალისტი. ხელმძღვანელობს "ბაბილინა-7"-ის სასკოლო ჯგუფს. მისთვის ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. ის ინდივიდუალური მიდგომით ეხმარება პატარებს უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და უფრო თავდაჯერებულები გახდნენ.